Pages

Friday, March 8, 2013

პროექტი


     პროექტის სახელი:  ვიყოთ ჯანმრთელნი
პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისათვის ჯანმრთელობის შენარჩუნება, რა არის ის ძირითადი მიზეზები, რაც ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს. გაუუმჯობესოს მოსწავლეებს კვლევის და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევა.
     პროექტის სრული აღწერა: თანამედროვე ცხოვრების წესის გამო ადამიანებს ხშირად ექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები. ამის გამომწვევი მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მოსწავლეები ჯგუფებში კვლევას აწარმოებენ ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზების მოსაძიებლად. ისინი გამოკითხვას აწარმოებენ ადამიანთა ხსვადასხვა ჯგუფებში. ისინი გამოიკვლევენ,  ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზების მიხედვით ადამიანები რამდენ ჯგუფად იყოფიან. სავარაუდო ჯგუფები შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად: ვინც არასწორად იკვებება, ვინც არასწორი რეჟიმით ცხოვრობს, ვინც მწეველია, ვინც სტრესის და დაძაბულობის გამო კარგავს ჯანმრთელობას და ა.შ.
გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით მოსწავლეები შეეცდებიან მოიძიონ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი. 
      მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი, VIII კლასი.
     ვადები/ხანგრძლივობა: ინფორმაციის მოპოვება-ერთი თვე, ადამიანთა გამოკითხვა-ორი კვირა, ინფორმაციის დამუშავება-ორი კვირა, პროექტისათვის საბოლოო სახის მიცემა- ერთი კვირა.
      პროექტის მ:ოსალოდნელი შედეგი მოსწავლეები გაეცნობიან მიზეზებს, რაც იწვევს ჯანმრთელობის შერყევას, ან დაკარგვას. ასევე ნახავენ, როგორ უნდა მოიქცნენ მოსალოდნელი უარყოფითი შედეგის თავიდან ასაცილებლად. ისინი მოზარდები არიან, ამ ასაკში უჩნდებათ მიდრეკილება სხვადასხვა მავნე ჩვევებისაკენ. ამიტომ აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მათ საშუალებას მისცემს გააკეთონ სწორი არჩევანი და გააანალიზონ მოსალოდნელი სავალალო შედეგები. მოსწავლეები მიეჩვევიან დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებას და დამუშავებას, გადაწყვეტილების მიღებას.
      პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები: ინფორმაციის მოპოვება, ადამიანთა ჯგუფების გამოკითხვა, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, პროექტის აწყობა Power Point-ში. წარდგენა სხვა მოსწავლეებისათვის.
     საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ბიოლოგია: მოსწავლეები გაეცნობიან, რა ზიანი მოაქვს კვების არასწორ რეჟიმს, სტრესს, მოწევას და ა.შ. ადამიანისათვის, რამდენად ზიანდება სასიცოცხლო ორგანოები.
პროექტის ხელმძღვანელი: ბაბი კენჭუაშვილი
პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: bobbiekengori@yahoo.com